მორიგი იმედგაცრუება–ხათუნა ლაგაზიძე

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

“მორიგი იმედგაცრუება,“- ასე გამოეხმაურა რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს “საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის” თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე.
ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია დასავლეთისთვის იმ პრობლემის ჩვენება, რის წინაშეც საქართველო დგას.

“მე შევაფასებდი როგორც მორიგ იმედგაცრუებას. მე მეჩვენება, რომ ხელისუფლება სრულად ვერ აჩვენებს დასავლეთს იმ საფრთხეებს რის წინაშეც დგას საქართველო, ეს არის რუსული საფრთხე. არსებობს საფრთხე საგარეო კურსის ცვლილებების კუთხით. ეს იმ შემთხვევაში თუ 2016 წლის არჩევნების შემეგ პარლამენტში უკიდურესად დიდ პრორუსულად მოაზროვნე ადამიანებს ვიხილავთ,“- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშირიგის სამიტზე დეკლარცია „ყირიმის ანექსიით“ მიიღეს
შემდეგი სტატია,,სალამი დიქტატორო ორბან,,