მოპარულ მილიარდს მოლდოვის მეორე მთავრობაც გადაჰყვა…

ოლდოვური წყაროების ცნობით, 29 ოქტომბერს მოლდოვეთის პარლამენტმა საკუთარ მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, რის გამოც ის გადადგა…

მთავრობის გადადგომით, სექტემბრის თვიდან მომიტინგე მოლდოველი საზოგადოების ერთ-ერთი მოთხოვნა შესრულდა, თუმცა საზოგადოებამ ამ დრომდე  ვერ გაიგო ვის ჯიბეში ჩაჯდა ბაკებიდან უფრო ადრინდელი მთავრობის მიერ გამოტანილი მილიარდი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ფილატას მთავრობა, რომელმაც ,,საუკუნის ქურდობა,, ჩაიდინა და სამი წამყვანი მოლდოვური ბანკიდან ნასესხები 1 მილიარდი დოლარი გააქრო, მალევე გადადგა… მათ ცოტახანში 29 ოქტომბერს გადამდგარებიც მიყვნენ…. თუმცა დაკარგული ფულის ბედი აქამდე უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერი ფილატას წინააღმდეგ 250 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით საქმე აღძრეს, თუმცა რჩება დაკარგული კიდევ 750 მილიონი, რომლის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი ირანს ასადის წასვლის შეგუებისკენ მოუწოდებს…
შემდეგი სტატიასუს–ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა