მონადირეებმა წყნეთის ტერიტორიაზე ნადირის კვალს ვერ მიაკვლიეს

მონადირეებმა დღეს დილით, სამსაათიანი ძებნის შემდეგ, წყნეთის ტერიტორიაზე ნადირის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტის, თემურ ტყემალაძის განმარტებით, წყნეთის ტერიტორიაზე ამ წუთებში დასრულდა სამძებრო სამუშაოები, სადაც სამი საათის განმავლობაში 12-14 კაციანი მონადირეთა ჯგუფები ძაღლებთან ერთად ნადირის კვალის პოვნას ცდილობდნენ.
ტყემალაძის თქმით, მოსახლეობისგან ზარები შევიდა და ითხოვდნენ აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდას, თუმცა ეს ზარები ცრუ აღმოჩნდა.
მისივე განმარტებით, წყნეთის ხევში და ტყის მასივებში მტაცებელი ცხოველის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.
“ტყეში საქონელი დადის. დაგლეჯილი ცხოველის ლეში არ არის. გუშინ წვიმა იყო და ხეობებიც ვნახეთ. ხომ არ იყო წყალზე მისვლის კვალი, თუმცა არანაირი კვალი არ აირს. შესული ზარები ჯობია ჯერ პოლიციამ გადაამოწმოს და შემდეგ მოხდეს კვალზე მონადირეებისა და ძაღლების გასვლა”, _ დასძიან ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა
შემდეგი სტატიაგორის რაიონის სოფელში ამ წუთებში მტაცებელ ცხოველს ეძებენ