მომხდარი შემთხვევა ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას-ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის შეფასებით, გუშინ მომხდარი შემთხვევა ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ე.წ. არამიანცის კლინიკასთან განუცხადა, სადაც მან დაჭრილი პოლიციელი მოინახულა.
“გუშინ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია, პოლიცია თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც შეამჩნიეს პიროვნება, რომელსაც მოსთხოვეს შეჩერებულიყო ვინაობის დადგენის მიზნით. მან გახსნა ცეცხლი და მიიმალა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც, მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს დაჭრილი პოლიციელების გადასარჩენად. “თუმცა, სამწუხაროდ, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება გრძელიშვილის მდგომარეობას, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თუმცა, სიცოცხლეს საფრთხე ძალიან მცირე პროცენტით ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპუტინის განმარტოების ადგილი (ფოტოები)
შემდეგი სტატიაქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს