მოლდოვა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს… (VIDEO)

6 სექტემბერს კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე გამართულ მიტინგზე 100.000-მდე მოქალაქემ მოლდოვეთის პრეზიდენტის ნიკოლაე ტიმოფტის გადადგომა მოითხოვა…

100.000 მომიტინგეს, რაც 3,5 მილიონიანი მოლდოვისთვის ძალიან ბევრია, სამოქალაქო პლატფორმა ,,ღირსება და სიმართლე,, ხელმძღვანელობს და ისინი პრეზიდენტის გადადგომასთან, ერთად ,,სახალხო ნდობის,, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პეტიცია ამის თაობაზე, გუშინ მომოტინგეებმა მოლდოვის პრემიერს გადასცეს, რომელიც მომიტინგეებს მთავრობის მიერ ამ საკითხის განხილვას დაპირდა…

როგორც მომიტინგეები აცხადებენ, აქცია მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება და ამის გამო მათ უკვე კარვების ქალაქი გაშალეს…

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირუსეთის დაზვერვის გაძლიერება ჩეხეთში
შემდეგი სტატიაუცნობმა პირმა აშშ-ში 9 წლის ბიჭი მოკლა