მოლდოვას პოლიცია პრემიერის ატესტატს ეძებს

მოლდოვას პოლიცია სერიოზულად დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის, 38 წლის კირილ გაბურიჩის სწავლის პერიოდით და აქტიურად სწავლოს ყველა საბუთს, რომელიც პემიერის სწავლის პერიოდებს ეხება. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რომ პრემიერი უმაღლეს სასწავლებელში პირდაპირ მეცხრე კლასის ატესტატით მოხვდა. როგორც მოლდოვას პოლიციის გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გეორგი მალიკმა განაცხადა, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ პრემიერს ჯერჯერობით არანაირი პროცესუალური სტატუსი არა აქვს. „გასხნილია სისახის სამართლის საქმე. ჩვენ ვამოწმებთ ყველაფერს, რაც პრემიერის სწავლის პროცესს შეეხება“ – განაცხადა მალიკმა და გამოძიების ინტერესებოდან გამომდინარე დეტალებისგან თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მხარს არ უჭერს
შემდეგი სტატიადედოფალმა ბრიტანეთის პარლამენტი დაითხოვა