მოლდოვამ რუსი ჟურნალისტები არ შეუშვა ქვეყანაში – რუსეთი სანქციებით იმუქრება

მოლდოვამ რუსული პროპაგანდისტული არხის ТВ Центр-ის გადამღები ჯგუფი ქვეყანაში არ შეუშვა. ამის შესახებ ინფრმაციას არხის ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ვრცელდება, ჟურნალისტები კიშინოვიდან თვითგამოცხადებულ დნესტრის რესპუბლიკაში აპირებდნენ გადასვლას.
ჟურნალისტებს პრობლემა საპასპორტო კონტროლის გავლისას შეექმნათ.
რუსული მედიის თქმით, „გადამღებ ჯგუფთან მოლდოველი მესაზღვრე ოფიცერი მოვიდა და მათი ქვეყანაში შესვლის მიზეზით დაინტერესდა. ამის შემდეგ მოხდა ტელეკომპანიის ოპერატორის დაკაევბა… ის სრულად გაჩხრიკეს, ტელეკომპანიის საშვი უპოვეს და განაცხადეს, რომ ის უკან უნდა დააბრუნონ… რამდენიმე ხანში მიზნის დანმამტკიცებელი დოკუმენტების არ არსებობის გამო, ქვეყანაში შესვლზე უარი კორესპონდენტმაც მიიღო.“
რუსეთი მომხდარის სანაცვლოდ მოლდოველ ჟურნალისტებზე შესაბამისი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ დუმას საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა: „ვფიქრობ, არ შეიძლება ასეთი მტრული გამოხტომები უპასუხოდ დავტოვოთ“ – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიშეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო
შემდეგი სტატიაამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინაში სწავლებებს იწყებენ