მოლდოვამ პროევროპელი პრემიერმინისტრი აირჩია

 

articles.39215.mოთხშაბათს მოლდოვეთის პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი აირჩია. მოლდოველთა რჩეული, 38 წლის ბიზნესმენი კირილ გაბურიჩი გახლავთ. ახალი პრემიერი პროდასავლური ორიენტაციისაა და ის მოლდოვის ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების  დამყარებას ჰპირდება მოსახლეობას, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი რეაქციისა ამ თემაზე.

ქვეყნის პარლამენტის 101 დეპუტატიდან გაბურიჩს 60 მისცა ხმა, რაც 9 პარლამენტარით უფრო მეტია ვიდრე  კონსტიტუციით გათვალისწინებული უბრალო უმრავლესობა.

3,5 მილიონიანმა მოლდოვამ, რომელიც ერთერთი ყველაზე ღარიბი ევროპული ქვეყანაა, გასულ ივლისს რატიფიკაცია გაუკეთა ევროპასთან სავაჭრო და პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც  თავისთავად რუსულ ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე უარს ნიშნავდა.

კენწისყრამდე პარლამენტში, გაბურიჩმა განაცხადა, რომ მისი მტავრობისთვის პრიორიტეტი ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან შეთანხმების შესრულება იქნება, რათა ქვეყანა 2018 წლისთვის ასოცირებულ წევრობამდე თავდაჯერებულად მიიყვანოს.

მოლდოვას ბოლო ხუთი წელია მართავს პროევროპული კოალიცია, რომელმაც ეს ბოლო არჩევნებიც მოიგ. რუსეთის ხელისუფლება კი, როგორც სხვა პოსტსაბჭოტა ქვეყნების შემთხვევაში, ამ ქვეყანასაც მუდმივად აფრთხილებს, რომ მისმა ევროპულმა არჩევანმა შეიძლება,  დნესტრისპირეთის კონფლიქტურ რეგიონზე კონტროლი მუდმივად დააკარგვინოს.

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა ჟურნალმა Forbes მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა
შემდეგი სტატიააჭარის ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პასუხობს