მოკლული ლაშა მახარაძის დედა, არასამთავრობოებს, პრემიერისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის მიმართ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

დიდებულიძის განმარტებით, ის ენდობა მოსამართლეს და ვარაუდობს, რომ ოქროპირიძეს, წარდგენილ ახალ ბრალდებაზე, დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდება. როგორც საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ლაშა მახარაძის დედამ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავონ. მათ ირაკლი ღარიბაშვილს ბოდიში უნდა მოუხადონ, რადგან პრემიერმა ცალსახად აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს დამნაშავე და არა ოქროპირიძე. ეს მე ვაპელირებ, რომ ჩემი შვილის მკვლელი არის გიორგი ოქროპირიძე“, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

საქალაქო სასამართლოში, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე, რომელიც ცრუ დასმენას ეხება, სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. პროკურატურა ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვს. გიორგი ოქროპირიძეს მთავარმა პროკურატურამ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე ბრალი გუშინ წაუყენა.

banner
წინა სტატიაშიბეჟან გუნავა დაკავებულია
შემდეგი სტატიაგარემოვაჭრეებმა თელავში გზა გადაკეტეს