“განვითარებული მოვნელები საფრთხის წინაშე აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას”

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბშვილმა განსახილველად წარადგინა განცხადების ტექსტი, რომელიც ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ისა და მედიის მიმართ ხელისუფლების ქმედებებს ეხება.

„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების აშკარა კოორდინირებული მოქმედება ზიანს აყენებს მედიაპლურალიზმს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განვითარებული მოვნელები საფრთხის წინაშე აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას. ვინაიდან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის დაცვისკენ და დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ რუსთავი 2-ზე და სხვა მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეწოლის გამო და მოითხოვს შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და სხვა მედიასაშუალებების მიმართ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერთი პერიოდი იყო, რომ გადაწყვეტილებამდე ვიყავით მისულები – ელოშვილი “ყაზტრანსგაზზე”
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა