მოესწრება თუ არა თხილის შეწამვლა წალენჯიხაში?

10366187_285690844937253_1074325051997608659_nTimer.ge წალენჯიხაში არსებულ თხილის პრობლემებს ისევ მიუბრუნდა. როგორც ცნობილია, სამეგრელოში თხილს ტკიპა შეესია, რომელიც მის სრულ განადგურებას იწვევს. Timer-ის შეკითხვაზე, რა მდგომარეობაა თხილის დაავადების პრევენციის კუთხით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ უპასუხა, რომ უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები და მოსახლეობა ტკიპის გასანადგურებლად საჭირო აპარატებს და ინსტრუქციას უსასყიდლოდ მიიღებს.
“ინფორმირებულია სრულად მოსახლეობა თუ როგორ უნდა მოხდეს თხილის ფართობის შეწამვლა. რიგ თემებში შევიტანეთ შესაწამლი აპარატურა თავისი სპეცტექნით, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა ქონდეს რომ შეწამლოს თხილის ფართობი.

ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას გავაცინით თუ რომელი შხამ–ქიმიკატი უნდა შეიძინონ და მიუთითეთ  ასევე რა რაოდენობის დოზები უნდა გამოიყენონ თხილის ფართობების შესაწამლად. მოსახლეობას აგრო ბარათების მეშვეობითაც შეუძლია საჭირო შხამ-ქიმიკატების შეძენა. მაისის ბოლომდე ივნისის დასაწყისამდე შესაძლებელია შეწამვლა. შესაბამისი ინსტუქტორი დაინტერესებულ პირებს ინსტუქტაჟს ჩაუტარებს, გადაცემს სპეცტანაცმელს და თავად შეწამლავს თხილის ფართობს. ანუ პიროვნებას ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე შეუძლია შეწამვლოს თხილნარი. სპეციალური სამსახურები უკვე ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას.

კითხვაზე ივნისის დასაწყისამდე მოხერხდება თუ არა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული თხილის ფართობების სრულად შეწამვლა გოგა გულორდავა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან ყველა თემში საჭიროებისამერ რამდენიმე აპარატი დარიგდება.
Phytoptus-avellanae-zarar-11-e1_agrokavkazge_402-300x225თხილის იგივე დაავადებამ შარშან თურქეთში მოსავლის 100 %-იანი განადგურება გამოიწვია.ტკიპისათვის მკვებავ ობიექტს წარმოადგენს თხილის კვირტები, იგი აზიანებს საფოთლე და საყვავილე ფოთლების ქსოვილის ზედაპირს. კვების (წუწნის) შედეგად, კვირტის შიგნით წარმოიქმნება გალის მსგავსი ღუდუდოები, რომელიც თავდაპირველად ღია მწვანე ფერისაა, შემდეგ ყვითლდება და ბოლოს გაზაფხულზე მოყავისფრო ხდება. მიგრაცია წარმოებს დილის და საღამოს საათებში, თბილ და მზიან ამინდებში, ხოლო წვიმიან ამინდში შეჩერებულია.

“თაიმერი” აღნიშნულ ღონისძიებას თვალყურს მიადევნებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ–მინისტრი უფრო გააზრებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს–ირაკლი ღლონტი
შემდეგი სტატიაზუგდიდში მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართა