„მნიშვნელოვანია, საქართველოში იცოდნენ, რომ მარტო არ არიან” – რიჩარდ ნორლანდი ოკუპაციაზე

“საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერთ,” – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ყოფილმა ელჩმა მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას გააკეთა.

„მნიშვნელოვანია საქართველოში იცოდნენ, რომ მარტო არ არიან. საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანას მხარს უჭერს. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია და ადამიანებს შეეძლებათ, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს,“ – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

რიჩარდ ნორლანდმა, რომელსაც საქართველოში მუშაობის ვადა ამოეწურა, ქვეყანა, მეუღლესთან ერთად, წუხელ დატოვა.

თბილისის აეროპორტიდან ის ამერიკის მეგობართა კლუბის წევრებმა გააცილეს.

banner
წინა სტატიაშიციპრასმა ის მინისტრები მოხსნა, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ
შემდეგი სტატიასოსო ცინცაძე–რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა დიალოგზე აიძულოს ოფიციალური თბილისი