“მმართველმა კოალიციამ ვერ გამიჯნა პოლიტიკოსისა და უშიშროების სამსახურების ფუნქციონირება,”

ზაზა მეფარიშვილის გადაწყვეტილებაში იმერეთის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია უშიშროების სამსახურების კვალს ხედავს. ალასანია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უშიშროების სამსახური და პოლიტიკა ერთმანეთისგან ვერ გამიჯნა.

“ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ქვეყნის ვითარებაზე გავლენას არ იქონიებს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს როტაცია სპეციალური სტრუქტურებიდან ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში და შემდეგ უკან. უშიშროებამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ პოლიტიკა. მმართველმა კოალიციამ ვერ მოახერხა და ვერ გამიჯნა პოლიტიკოსისა და უშიშროების სამსახურების ფუნქციონირება, სწორედ ეს იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი,”- აცხადებს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშიმანათის დაცემამ აზერბაიჯანში პანიკა გამოიწვია
შემდეგი სტატია“როგორც ჩანს მისთვის ახალი თანამდებობა შეუთავსებელი აღმოჩნდა”