მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ვაჟა ნაჭყებიას დედა პროკურატურას ობიექტურ გამოძიებას სთხოვს

იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ- საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, 22 წლის ვაჟა ნაჭყებიას დედა პროკურატურას ობიექტურ გამოძიებას სთხოვს.

ის ამბობს, რომ მისი შვილი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამომძიებლის თანაშემწის მსხვერპლია.

ნაზიბროლა არჩვაძის განცხადებით, მის შვილს სამართალდამცველი და მისი ძმა ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მისივე განცხადებით, ვაჟა ნაჭყებიას ორი ტყვია ესროლეს, მესამე ჭრილობა კი ფეხის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

მისივე ინფორმაციით, ის სახლიდან ანგარიშსწორების მიზნით მოტყუებით გაიყვანეს. თუმცა, ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა 22 წლის ვაჟა ნაჭყებია დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით ბრალდებებს არ ადასტურებს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის გამომძიებლის თანაშემწე, მანუჩარ მაისურაძე.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ოქმში არ არის მოხსენიებული, რომ მაჭავარიანი პოლიციას შეურაცხყოფდა
შემდეგი სტატიაკანცელარიასთან აქცია ,,stop russia” მიმდინარეობს