მკვლელობა– რა მოხდა გამთენიისას ჩხოროწყუში

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

mkvlelobaმკვლელობა ჩხოროწყუში. სოფელ კირცხში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ცხედარი ექსპერტიზისთვის ქუთიაის პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , შსს-მ ჩხოროწყუს რაიონში მომხდარი ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვა დამოუკიდებლობის დღეს მსურველებს ჰეპატიტზე ტესტირებას სთავაზობს
შემდეგი სტატია“ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა,”- ზურაბ აბაშიძე გატაცების ფაქტებზე