მკვლელობა პრაღაში, რომელმაც კანარისი იხსნა

haidrichi da floti1904 წლის 7 მარტს სამყაროს მორიგი ბავშვი მოევლინა. ვინ რას წარმოიდგენდა რომ არცთუ შორეულ მომავალში მისი მკვლელობა ასოცირებას გამოიწვევდა დაბა ლიდიცეს და ჩეხი ხალხის ტრაგედიასთან.

მესამე რეიხის ტვინი რეინჰარდ ჰაიდრიხი ჯერ კიდევ ახალგზრდობიდანვე ადმირალის სამხრეებს ნატრულობდა. მამამისს, რიჰარდ ბრუნო ჰაიდრიხს სურდა რომ შვილებს მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ გაეგრძელებინათ მშობლის კარიერა და კომპოზიტორები გამხდარიყვნენ. რეიჰარდმა მაინც საზღვაო ფლოტი აირჩია და 20–იანი წლებში სწორედ იქ გაიცნო ადმირალი კანარისი. მცირე პერიოდის შემდეგ კი ახალგაზრდა ოფიცერმა მიცემული სიტყვა დაარღვია და ნიშნობა ჩაშალა. საზღვაო წესების მიხედვით ჰაიდრიხი ფლოტიდან დაითხოვეს. მიუნჰენი იმ პერიოდისთვის დიდ საქვაბეს წააგავდა, სადაც ნაციონალ–სოციალისტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. პირველი სტუმრობა ბავარიაში ჰაიდრიხისთვის როტ ფრონტის აქტივისტებთან შეტაკებით დასრულდა. ჰიმლერს არ გამოჰპარვია სტუმრის ვაჟკაცობა და ჰიტლერს წარუდგინა. სწორედ აქედან იწყება რეინჰარდ ჰაიდრიხის თავბრუდამხვევი კარიერა გერმანიაში. როდესაც ჰიტლერი რეიხსკაცლერად ჰინდენბურგმა დანიშნა, მოულოდნელად ყველასთვის გერმანელი ხალხის ფიურერმა ბერლინს არ გააკადრა არც ჰიმლერი და არც ჰაიდრიხი. ეს უკანასკნელი კვლავ მიუნჰენში დარჩა მეუღლე ლინა ფონ ოსტენთან ერთად.

და დადგა გადამწყვეტი დრო, როდესაც ესესის გრუპენფიურერის სამხრეებით მოვლენილს საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა ჩეხი ხალხის ბედი.

zmastan ertad

1939 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაჰამ, თანამემამულეების ბედი გერმანელი ხალხის ფიურერს ადოლფ ჰიტლერს ოფიციალურად გადააბარა. იქვე დაარსდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ბოჰემია–მორავეთის პროტექტორატი. რეიხკაცლერმა პროტექტორის თანამდებობაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ ფონ ნოირატი მიავლინა. რეიხისთვის ჩეხეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორია გახლდათ, თუნდაც იმიტომ რომ მძიმე და მსუბუქი წარმოება იმ პერიოდისთვის დაპყრობილ ტერიტორიაზე აღემატებოდა საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის და პოლონეთისას ერთად აღებულს.

არისტოკრატიულმა და ამაყმა სისხლმა თავისი დაღი დაასვა რეიხის მრეწველობას. ჩეხური პროდუქცია საკმაოდ დაბალი დონის აღმოჩნდა. საქარხნო წუნი კი იმდენი აღმოჩნდა რომ ლუფტვაფეში განგაშიც კი ატეხეს იუნკერსის საშიშ დეტალებზე. ყოველივს კი ართულებდა ისიც, რომ ბარონი ფონ ნოირატი პრაღაში ასკაციანი ესდეს დაცვით გაჯგიმული დადიოდა და აშკარად ჩეხებს ჩაგრავდა.

ჰიტლერის პირადი ადიუტანტი ესესის შტადარტენფიურერი ოტო გიუნშე იხსენებს: – საღამოს ბერგჰოფში ჰიტლერმა ყველა სტუმარი დაითხოვა და მთხოვა სტრატეგიული ნაბიჯი ერთად გადაგვედგა. გავოცდი და მკითხა თუ რა აზრის ვიყავი ჰაიდრიხზე როგორც მომავალ პროტექტორატის მმართველზე. დავეთანხმე და მეორე დღესვე ბარონი გამოწვეულ იქნა ბერლინში.

reinhard haidrich

პრაღას მორიგი ბრძანებელი მოევლინა ჰაიდრიხის სახით. ჩეხები შიშობდნენ რომ ტერორი დაიწყებოდა და მოხდა საპირისპირო რამ. ჰაიდრიხი პრაღაში ჩავიდა და მეორე დღესვე ჩეხ ინტელიგენციასთან დიდი შეხვედრა გამართა. მან შეახსენა ადგილობრივებს, რომ მათი როგორც გერმანელი ხალხის ფიურერი ადოლფ ჰიტლერი იყო. ახალი პროტექტორი იზრუნებდა ხელქვეითებზე და მათ სახლში არ მოაკლდებოდათ კარაქი და პური, როგორც ეს რეიხმა უკვე გამოიარა.გამომსვლელი შეეხო ისტორიას და განმარტა, რომ ერები იყვნენ მეზობლები და მათ ერთად არაერთხელ ქონდათ აგრესორის დარტყმა ერთიანი ძალისხმევით აცილებული. ჰაიდრიხმა ჩეხ მოსახლეობას საზეიმოდ აცნო, რომ მისი მმართვეობის პერიოდში აინზაც ჯგუფებს აეკრძალებოდათ ეგზეკუციები.სანაცვლოდ კი მოითხოვა ადგილობრივი ქარხნების მიერ რეიხისთვის სრულფასოვანი სამხედრო პროდუქციის დამზადება.დარბაზმა ოვაციით გააცილა ობერგრუპენფიურერი. მეორე დღეს კი რეიხსფიურერმა ჰიტლერს ჰაიდრიხის თვითნებობის ამბავი ამცნო. დაპირისპირება ჰიტლერს და ჰიმლერს შორის ჯერ არ იყო ჩამცხრალი და აქედან გამომდინარე რეიხსკანცლერმა ბოჰემია-მორავეთის პროტექტორატის ახალი მმართველის მხარე დაიჭირა, რაც სპეციალური დეკრეტით აინზაც ჯგუფების უფლებები ჩეხეთის ტერიტორიაზე დროებით შეაჩერა.
ჩეხური ინტელიგენცია კიდევ უფრო შორს წავიდა და ჰაიდრიხის მამის, ცნობილი ტენორის და კომპოზიტორის რიხარდ ბრუნო ჰაიდრიხის ნაწარმოებები ლამის ვაგნერზე მაღლა დააყენა.

unnamed

ნანატრი ჩეხური პროდუქცია ყველა სფეროში რეალობად იქცა. ჩეხი მუშები ხელფასს მყარ ვალუტაში რეიხსმარკის სახით იღებდნენ. მაგალითისთვის თუ გერმანელი მუშის ანაზღაურება 100–150 რეიხსმარკას შეადგენდა, იგივე ჰქონდათ პროტექტორატის მოქალაქეებსაც. ყველაფერი გერმანული შესაშური პედანტობით მიდიოდა ჩეხურ მიწაზე. ჰაიდრიხი პრაღას ქუჩებში დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა. ყოველივე ამან კი ესესის გრუპენფიურერს დადებითი სახელი შესძინა. მისი მეუღლე ლინა ფონ ოსტენი ჩეხ ქალებს ეხმარებოდა. საერთოდ მესამე რეიხის ისტორია პარადოქსებით არის აღსავსე და ამ მხრივ არც ჰაიდრიხის ღვიძლი ძმა ჰაინცი აღმოჩნდა გამონაკლისი. ის ებრაელებს ეხმარებოდა და ყოველივე მისი ყოვლისშემძლე ძმისთვის დიდი დარტყმა იყო. აქაც სისხლმა იყივლა და ბერლინში შეხვედრის დროს უფროსმა ძმამ ჰაინცი გააფრთხილა, რომ თუ კიდევ გააგრძელებდა ებრაელთა დახმარებას, ოდნავ აკურატულად ემოქმედა.

პრაღა ჰაიდრიხის დროს საკმაოდ აჭრილი ქალაქის სახელს ატარებდა. ჩეხეთის დედაქალაქს სტუმრობდნენ რეიხსმარშალ გერიგის ძმა და მეუღლე. ისინიც ჰაინც ჰაიდრიხის დარად დაკავებულ იყვნენ ებრაელთა გადარჩენის პოლიტიკით. 1941 წლის აგვისტოში კი მოულოდნელად ჰიმლერის ემისრებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ვინმე მაზურს შეხვდნენ და ოქროს რეიხსმარკები მიიღეს შვეიცარიული ბანკის აგარიშზე. ცხადია რეინჰარდს არ გამოეპარა. ჩაეძია შეხვედრის არსს და მიხვდა რომ მისივე უწყება ებრაელების თავისუფლებას ყიდდა. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, იმავე წლის სექტემბერში არმიათა დაზვერვის ოფიცერი რომელსაც ჯიბეში ადმირალ კანარისის მიერ გაცემული სპეციალური საშვი ედო, მხილებულ იქნა უკანონო სავალუტო ოპერაციებში, სადაც ვალუტად ამჯერად აშშ დოლარი იყო. ამაზე რეინჰარდმა თვალი დახუჭა და თავის საყვარელ სპორტზე ფარიკაობაზე გააკეთა აქცენტი, თუმცა დროებით…

წითელი საქაღალდე ,,გრიფით საიდუმლო,, პროტექტორმა თავისივე მოადგილეს კარლ ფრანკს უჩვენა. ფრანკი ინტელექტით არ გამოირჩეოდა, მეტიც ჰიტლერი მას ყასაბს ეძახდა. თავისივე უშუალო ხელმძღვანელს ჰაიდრიხი არ დაუპირისპირდა, მაგრამ კანარისის ფინანსურ საქმიანობას კი ჩაეძია.

1942 წლის 27 მაისს, პრაღას გარეუბნიდან ქალაქის ცენტრალური უბნისკენ გეზი აიღო მერსედესმა, რომლის მგზავრი რეინჰარდ ჰაიდრიხი ხოლო მძღოლი მისივე ადიუტანტი ვილი იყო. გზაჯვარედინთან მას სამმა პიროვნებამ ცეცხლი გაუხსნეს და ყუმბარაც კი ესროლეს სამიზნედ არჩეულ ღია ავტოს. ჰაიდრიხი დაიჭრა და იმის მაგიერ რომ თავი შეეკავებინა უკვე გაქცეულ თავმდასხმელებს თავადვე დაედევნა. პრაღა ქალაქს აღარ წააგავდა. ქუჩები ესესელებით და სპეციალური აინზაც ჯგუფებით აივსო. დაჭრილი კი სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ბრიტანული ტიპის ერთი ავტომატი გილზებითურთ. ყუმბარაც ბრიტანული წარმოშობის გამოდგა.

surati tavdasxmis adgilidan

ამასობაში კი ჰაიდრიხი საავადმყოფოში ფერზე მოვიდა და ბერლინშიც ამოისუნთქეს. მომავალში მორიგი პარადოქსი დატრიალდა. მაღალჩინოსანის ჭრილობა არ იყო სასიკვდილო (ოფიციალური დასკვნა), თუმცაღა პროტექტორატის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა პენიცილინი !!! და გერმანიის რადიომ ამცნო სამყაროს რომ ბოჰემია–მორავეთის პროტექტორი რეიჰარდ ჰაიდრიხი თავდასხმის შემდეგ, სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა.

ჰიტლერმა ბერგჰოფში კარლ ფრანკი მიიღო. ვერ მოითმინა და მიაძახა – იმ ღორ ჩეხებს რა ვუყოთ? გიუნშე ფიურერს აწყნარებდა და აქვე იგივე ფრანკმა შემზარავი ვერდიქტი გამოიტანა: – ჩემო ფიურერო, დავხვრიტოთ 10 000 ჩეხი მძევალი და წინადადება შემომაქვს დაბა ლიდიცე მიწასთან გავასწოროთ !

ომის შემდეგ, ლინა ფონ ოსტენმა განაცხადა, რომ ჰოლოკოსტას ერთერთი ავტორი მისივე მეუღლე ჰაიდრიხი იძიებდა საქმეს კანარისის წინააღმდეგ, რომლის კვალს გამოძიება ლონდონში მიყავდა. მისივე თქმით ჩეხი თავდამსხმელებმა, რომლებიც ბრიტანეთიდან იმართებოდნენ, დროებით შეუნარჩუნეს სახელი ადმირალს. რაც შეეხება პენიცილინის დეფიციტს, ამაზე ლინა აცხადებს რომ ყოველივე ჰიმლერის ბრალი იყო, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა… წითელი საქაღალდე მომავალში კი არავის გახსენებია …

დღეს კი მსურს სახალხოდ დავსვა კითხვა: – ღირდა კი ერთი ადამიანის მკველელობის გამო ჩეხი ხალხის ტრაგიკული ბედი 1942 წლის ივნისში?

ბექა კვიციანი

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში გასამართლებულ პირებს რუსეთი აფხაზებს გადასცემს
შემდეგი სტატიაკრემლმა ,,ცივი ომი,, დაიწყო