მიხეილ უკლებამ უკრაინულ მედიას რუსეთის პროვოკაციული ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ უკრაინის მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გაგრძელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მიხეილ უკლებამ პრესკონფერენცია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით გამართა. ჟურნალისტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი და მეორე ყოველკვარტალური ანგარიში დაურიგდათ.
პრესკონფერენციის ფარგლებში ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“ყვარელში სასმელი წყალი უვნებელია ქიმიური მაჩვენებლებით”
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი და სტივენ ჰეიკინი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ