მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში პუტინისა და ობამას შეხვედრაზე ისაუბრა

სააკაშვილი: ოდესა ქართველმა ქურდებმა დატოვეს

ტელეკომპანია CNN-ის ეთერში პუტინისა და ობამას შეხვედრის შესახებ შეფასებები საქართველსო ექს პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

ინტერვიუში, რომელიც წამყვანმა ამერიკულმა ტელეარხმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე ჩაწერა, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პუტინი ბარაკ ობამასთან შეხვედრას, როგორც დიპლომატიური ბლოკადის დასასრულს და საკუთარ გამარჯვებას, ისე გაასაღებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შანსი რეალურად პრობლემების შექმნის გზით მოიპოვა, რაც სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში გამოიხატება.

გარდა ამისა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანს უკრაინის მოვლენებიდან, მსოფლიოს ყურადღების სხვა თემაზე გადატანა წარმოადგენს.

„პრეზიდენტმა ობამამ დღეს ისაუბრა უკრაინის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მან ასევე ახსენა ყირიმიც. სამწუხაროდ არ გაუჟღერია საქართველოს ტერიტორიების საკითხს, როემლიც ასევე რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თუმცა ამას ხშირად ახსენებენ შეერთებული შტატების სხვა ოფიციალური პირები. ეს ყველაფერი უკვე არის პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი. პუტინს კი არ გამოუვა, რომ ეს შეხვედრა დიპლომატიური იზოლაციის დასასრულად და მის გამარჯვებად გაასაღოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარსზე წყალი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია“საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა ქვეყანას აქცევს ტვირთბრუნვის ჰაბად”