მიხეილ სააკაშვილი-„წავიდა ადამიანი, რომელიც იყო მეგობარი სხვა ქვეყნების და ამავე დროს რუსეთის ნამდვილი პატრიოტი“

მიხეილ სააკაშვილი:-„წავიდა ადამიანი, რომელიც იყო მეგობარი სხვა ქვეყნების და ამავე დროს რუსეთის ნამდვილი პატრიოტი“

ტაიამერიბორის ნემცოვის მკვლელობას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და წერს, რომ ნემცოვი რამდენიმე დღის წინ კიევში, სასტუმრო “ფერმონტში” ნახა . “მითხრა იმ მარშის შესახებ, რომლის ჩატარებასაც მოსკოვში გეგმავდა. ვკითხე, ეშინოდა თუ არა თავისი უსაფრთხოების რუსეთში, განსაკუთრებით ახლა. მიპასუხა, რომ პუტინი თავისი გაგებით ცხოვრობს და არ ჰგონია, რომ დიდი ხნით ჩასვან ციხეში. მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ უფრო მეტად მოწამვლის უნდა ეშინოდეს წითელღვინიანი ბოკლით, რომელიც ხელში ეჭირა და არა დაჭერის, მაგრამ როდესაც მის გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე. შემდეგ, კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაასრულებს პუტინი და ორივე შევთანხმდით, რომ მის ქცევაში მილოშევიჩის უამრავი პარალელია, რომელიც ომმა გახადა პოპულარული და მანვე დაღუპა. დღესვე გამახსენდა, რომ მილოშევიჩის დროს ასევე კლავდნენ ოპოზიციონერებს. ბორის ნემცოვი ძალიან მამაცი ადამიანი იყო და მასშტაბური. მასთან შესაძლებელი იყო კამათი და ისიც, რომ არ დათანხმებულიყავი, მაგრამ გულგრილი ვერ დარჩებოდი. ვიცნობდი მას 90-იანი წლებიდან, ხშირად ვურთიერთობდით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. გარდაიცვალა სხვა ხალხის მეგობარი და ამავდროულად რუსეთის ნამდვილი პატრიოტი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავენ ბოროტი არსებები. ძალიან სამწუხაროა…” – წერს სააკაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშირუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის „Ford Focus“-ის ან „Ford Mondeo“-ს მარკის ავტომანქანას ეძებს
შემდეგი სტატიავახტანგ მაისაია-„დაიწყო “ნადირობის” ხანა“