მიხეილ სააკაშვილი: ჩემი გამოცდილებით კარგად ვიცი, როგორ გამოიყურება რუსეთთან ომი

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა და ახლა უკვე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია CNN-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა თავის მხრივ საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ის ამ თანამდებობას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ის დარწმუნებულია პეტრე პოროშენკოს მშვიდობა უნდა.

“ჩემი გამოცდილებით კარგად ვიცი, როგორ გამოიყურება რუსეთთან ომი. პრეზიდენტ პოროშენკოსთან ბევრი ვისაუბრე და ის საკმაოდ რეალისტურად არის განწყობილი პერსპექტივის მიმართ,”- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება რუსეთის ქმედებებზე და მიზნებზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია უკრაინაში ის დემოკრატიული საფუძველი გაანადგუროს რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა.

“პუტინს სურდა პირველ რიგში დაემარცხებინა დებალცევო – სარკინიგზო შეერთების მთავარი ადგილი. უკრაინელებმა გასაოცარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი მტკიცედ დგანან დებალცევოში ძალიან ძლიერი სარტილერიო ცეცხლის პირობებში. მინსკში პუტინი ცდილობდა გადაედო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რადგან მას სჭირდებოდა დრო მეტი ტერიტორიების კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, საიდანაც უკეთ შეძლებდა უკრაინისთვის ძირის გამოთხრას. მას ეს არ გამოუვიდა და ამიტომაც აგრძელებს საარტილერიო ცეცხლით შეტევას ბოლო საათების განმავლობაში. უკრაინამ დაიმსახურა თავდაცვითი იარაღი იმ გმირული წინააღმდეგობის გამო რაც უკრაინელებმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოიჩინეს. ამას აშშ-ის სენატი ძალიან აფასებს. აღსანიშნავია რომ უკურაინა არ ითხოვს იარაღს თავდასხმისთვის, არამედ ის ითხოვს იარაღს თავდაცვისთვის რუსული ტანკების წინააღმდეგ, რათა მათ ახალი ქალაქებისა და ტერიტორიების დაპყრობა ვეღარ შეძლონ,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგზის, ელექტრო ენერგიისა და წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს