მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში

1საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომელიც ლატვიაში, რიგის სამიტზე ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება, ქართულ მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის საკითხი საერთოდ არ აღელვებს:

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტულად ითქვა, რომ ამას აქვს თავისი პოლიტიკური მიზეზები და საქართველომ ვერ შეასრულა ის კრიტერიუმები, რომელიც ამას სჭირდება. მთავარია, რომ საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში. თვითონ ხომ დადიან? დიპლომატიური პასპორტები ჩემ დროს უკვე მივაღწიეთ, რომ პირველ ეტაპად თუ დიპლომატიური პასპორტი გაქვს სამსახურებრივი გიშვებენ ევროპაში. თვითონ, თავის ნათესავები, ოჯახის წევრები დადიან ევროპაში, ისვენებენ ევროპულ კურორტებზე და ის, რომ ხალხი დაიმშა, ხალხს არ აქვს შემოსავალი ის, რომ დაიკარგა სამუშაო ადგილები და ლუკმა-პურის საშოვნელად მზად არისნ ნებისმიერ ქვეყანაში წავიდნენ, ამ ბოლო შესაძლებლობასასც ართმევენ, თუმცა მე სულ არ მიხარია, რომ ქართველები ამისთვის წავიდნენ უცხოეთში, “– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პატრიარქი ,,ევროვიზიის,, წინააღმდეგ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: დამანებონ რა მე თავი და მიხედონ ხალხს