მიხეილ სააკაშვილი: როგორც ქართველ და თავისუფალ ადამიანს, მე მჯერა რომ შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა

კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებები იმართება. ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას უკრაინულ ენაზე მიმართა და რეგიონის მომავალ განვითარებაზე ისაუბრა.
„უკრაინის დამოუკიდებლობა ეს უბრალო დღე არაა ჩვენს წარსულში, ეს დღევანდელი მუდმივი რევოლუციური პროცესის გაგრძელებაა. დამოუკიდებლობას, რომელსაც ჩვენ ვზეიმობთ, მისთვის დღესაც ვიბრძვით. ეს იმ ხალხის მონაპოვარია, რომელიც ამისთვის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ისტორიის მოჯადოებული წრე, როდესაც გმირების თავდადება უკვალოდ ქრებოდა და გამარჯვებული მორიგი იმპერია ხდებოდა. არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მისი თითოეული მოქალაქე, მათ შორის რუსებიც ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები არიან. ამიტომაც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ერთად წყდება საქართველოს, მოლდოვის ბელარუსიის და თვით რუსეთის მომავალიც. რაც მთავარია, ჩვენ გვაკავშირებს სიყვარული თავისუფლებისადმი და ერთიანი უკრაინისადმი. ეს გრძნობა კი დაუმარცხებელია. რატომ მოვედი აქ, რათა გამეზიარებინა თქვენი ბედი და ბრძოლა თავისუფლებისთვის? იმიტომ, რომ თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. როგორც ქართველ და თავისუფალ ადამიანს, მე მჯერა რომ შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. როგორ შეიძლება, ვიყო თავისუფალი თუ უკრაინა იქნება დაპყრობილი? ეს შეუძლებელია. აქ მოვედი იმიტომ, რომ დაგეხმაროთ თქვენ გათავისუფლებაში და ამით დავეხმარო საკუთარ თავს და ქვეყანასაც,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა+ფოტო
შემდეგი სტატიალაგოდეხის მუნიციპალიტეტში 44 წლის რეინჯერი გარდაცვლილი იპოვეს