მიხეილ სააკაშვილი პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?საზოგადოება ვალდებულია, ხმა ამოიღოს თავისი დამცველების დასაცავად, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას.
“ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას. სამწუხაროდ უკვე მერამდენედ კლავენ და ესხმიან თავს მათ, ვინც ხალხი ძალადობისა და აგრესიისგან უნდა დაიცვას. ბექა მარგიშვილის მკვლელობამდე მოკლეს ბორჯომში პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი, ბათუმში პოლიციელი თარეშ მუკბანიანი და ადგილი ჰქონდა ათეულობით პოლიციელის დაჭრას ან ფიზიკურ ხელყოფას. ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება იმ კანონიერებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, ჩვენი ეროვნული სიამაყის, ქართული პოლიციის მუშაობის შედეგად დამყარდა. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე ხელის აღმართვა და სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობისა და ხშირად დანაშაულის პირდაპირი წახალისების პირობებში საზოგადოება ვალდებულია, ხმა ამოიღოს თავისი დამცველების დასაცავად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისააგენტო timer.ge-ს გამოკითხვის თემას 1122 მკითხველი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაპოლიციელებს ბექა მარგიშვილის და ვალერიან გრძელიშვილს შალვა აბულაძემ ესროლა–ლევან იზორია