მიხეილ სააკაშვილი: პატივისცემის მიუხედავად, სხვა ქვეყნებში თანამდებობები არ მიზიდავს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის მოლდოვის პრემიერ-მინისტრად ინიშნება. ინფორმაცია გუბერნატორმა ოფიციალურ „ფეისბუქზე“ გავრცელდა, სადაც ის მოლდოველი ჟუნრალისტის კითხვას მოკლეტექსტური შეტყობინებით პასუხობს.

„მოლდოვას დიდ პატივს ვცემ და ვუსურვებ მას წარმატებას, მაგრამ მე სახელმწიფო მოხელე გამოძახებით არ ვარ. უკრაინაში იმიტომ ვარ, რომ მიყვარს და საქართველოსთან ერთად, ჩემს სამშობლოდ ვთვლი. საჭიროების შემთხვევაში, მისთვის სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობ. ასე რომ, პატივისცემის მიუხედავად, სხვა ქვეყნებში თანამდებობები არ მიზიდავს“, – აცხადებს სააკაშვილი.

saakash

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: პრეზიდენტი, რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია
შემდეგი სტატიასირიაში ბენ ლადენის თანამებრძოლი მოკლეს…