მიხეილ სააკაშვილი: ნემცოვი მოკლა სისტემამ, რომელიც პუტინმა შექმნა

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი FOX NEWS-ის ეთერში უკრაინელი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაზე საუბრობას და აცხადებს, რომ მის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სისტემაა.

„ნემცოვი მოკლა სისტემამ, რომელიც პუტინმა შექმნა. ეს არის დაშინების სისტემა, მაფიის სახელმწიფო, სადაც დაქირავებულ მკვლელებს ძალიან სწყალობენ”-აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა ნემცოვთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართული შეხვედრები და განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო უკრაინის ამბებში რუსული ჯარების მონაწილეობის მტკიცებულებებით. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ნემცოვს უნდოდა სიმართლე დაედგინა, რადგან იცოდა, რომ „ტვინების გამორეცხვა რუსეთში კარგად მუშაობს.”

„ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ უკრაინისთვის იარღის მიწოდება ესკალაციას გამოიწვევს, რომ აგრესორი უნდა დავამშვიდოთ და მეტად აღარ გავანერვიულოთ, თავი დავუხაროთ, რომ დაწყნარდეს და თავი დაგვანებოს, მაგრამ ეს არ მუშაობს. პუტინი ძალადობით მართავს. მისი ძალადობა რომდისმე დასრულდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რა დაუჯდება ეს დანარჩენ მსოფლიოს. მისი დამშვიდება არ გამოვა. მსოფლიომ უნდა იმოქმედოს ახლავე, თორემ მოგვიანებით ყველას მეტი საფასურის გადახდა მოგვიწევს და შესაძლოა მერე ნემცოვის მსგავსად, ზოგიერთი ადამიანისთვის და ქვეყნისთვისაც კი, ძალიან გვიანი იყოს”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავალება ილია მეორის ნათლულებს და მათ ოჯახებს- რა სთხოვა მათ პატრიარქმა?
შემდეგი სტატიარა საკითხები განიხილეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლისტსაბჭოს სხდომაზე