მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალებიდან” წასულ პოლიტიკოსებზე – ზოგი წავა, ზოგი მოვა

ზოგი წავა, ზოგი მოვა, ასე ხდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა “იმედთან” ინტერვიუში, “ნაციონალური მოძრაობიდან” ოთხი წევრის წასვლას.
“არანაირი კონსულტაციები და საუბრები ამ თემაზე არ ყოფილა და მართალი გითხრათ, არ მქონდა ამის დრო. ჩვეულებრივი რაღაცაა პოლიტიკაში – მიდიან, მოდიან. მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება ასე, ნიახური ხომ არაა?! ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ. ახალი ვიცი კარტოფილი. თავისთავად თვითმიზანი ეს არაა. ბევრი ახალი მოვა, ზოგი ივარგებს, ზოგი არა, ზოგს არ მოეწონება, ზოგი წავა. მთავარია, იყოს ახალი ენერგია, ახალი პოლიტიკა ახალი შემართება. საქართველოში გვყავს საკმარისზე მეტი გამოცდილი პოლიტიკოსი, უბრალოდ მათ უნდა ისწავლონ ახლებურად მუშაობა და ახალი ხალხიც შემოუერთდება. ზოგი წავა, ზოგი მოვა, ასე ხდება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ოთხეულის წასვლა, ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ამაზე არ უფიქრია და არც მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
“პროვინციულ ჭაობში რომ ვიხარშებით, პატარა პოლიტიკურ ინტრიგებში, ყველას გვგონია, რომ ვაიმე, რა მოხდა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ქართველი ხალხი ამაზე ფიქრობს, ნამდვილად არა. ქართველი ხალხი დღეს ფიქრობს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე, ლუკმა-პური როგორ მოიტანოს სახლში. რაში აინტერესებს, ვინ რომელ კაბინეტში იქნება. ეს არც აქ აინტერესებს ხალხს უკრაინაში, არც ქართველ ხალხს და არც არც ერთ ნორმალურ ხალხს მსოფლიოში. ეს ჩვენ, პოლიტიკაში ვინც არის, იმათ ჰგონია, რომ მსოფლიო მათ გარშემოა და მათი ყოველი წარბის აწევა, მოძრაობა იმხელა მოვლენაა, ყველამ ამაზე უნდა იფიქროს. ხალხი ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და პოლიტიკოსებიც თუ მეტს ილაპარაკებენ ხალხის პრობლემებზე, მით უფრო მეტად ექნებათ ხალხის დროებითი მხარდაჭერა, იმიტომ, რომ მუდმივი მხარდაჭერა არ არსებობს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ეს არის ძალიან რთული რეგიონი, რომელსაც უყურებს პუტინი როგორც თავისი გეგმის ნაწილს,”-სააკაშვილი ოდესაზე საუბრობს
შემდეგი სტატია„დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის საკანში ჯდომას ნიშნავს“