მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში დაბრუნებას დაჰპირდა ქართველ ხალხს

მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში დაბრუნებას დაჰპირდა ქართველ ხალხს

 მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში დაბრუნებას დაჰპირდა ქართველ ხალხსსაქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,რომ ის და თავისი გუნდი 2016 წლამდე ვერ მოახერხებენ მთავრობაში დაბრუნებას, მანამდე სანამ, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. თუმცა, გამოკითხული ექსპერტების აზრით, ფაქტობრივად, გამორიცხულია სიტუაციის ასე რადიკალურად შემობრუნება – წერს გაზეთი „კომერსანტი.“
სააკაშვილმა დიდი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ქართულ არხს უკრაინაში საკუთარი კაბინეტიდან. მან ეს უზარმაზარი ოთახი მას შემდეგ მიიღო, რაც პოროშენკოს შიდა საკითხებში მრჩევნელის თანამდებობა და ასევე საერთაშორისო რეფორმების ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა უკრაინაში.
სააკაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე, მას ახალი სამუშაო ადგილი არ მოსწონს „მე გადავეჩვიე საბჭოთა კაბინეტებს. როცა პრეზიდნტის ადნინისტრაციაში შემოვდივარ, მახსენდება 2003 წლის საქართველო, რეალურად ძველი, არარეფორმიერბული, ღრმა კრიზისში წასული ქვეყანა“ – დაიწუწუნა მან.
სააკაშვილი მოყვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის შემოთანაზებას ვიცე-პრემიერის პოსტი დაეკავებინა, არ დათანხმდა, იმის გამო, რომ მას უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოუწევდა, რაც თავისთავად ქართულ პასპორტზე უარის თქმის მიზეზი გახდებოდა. ექს-პრზიდენტის თქმით, პოროშენკომ მას უთხრა: „შენ ძალიან სჭირდები კიევს, ჩვენ საერთო ომი გვაქვს.“ სააკაშვილის კითხვაზე, რას გულისხმობდა პრეზიდენტი საერთო ომში, მან უპასუხა „რეფორმების ფრონტი.“ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე „ეკონომიკური პროგრამების მომზადებას, სამხედრო რეფორმების, სახელმწიფო აპარატის და ანტიკორუფციული რეფორმების გაატარებაში ხედავს.“
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კიევში დიდი ხნით გაჩერებას არ აპირებს და მომხრეებს მოუწოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ, როცა მისი სიტყვებით ქვეყანაში მთავრობის ცვლილება მოხდება და ის დაბრუნდება.
როგორც „კომერსანტის“ ჟურნალისტი წერს, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა, ექსპერტების აზრით, ნაკლებად რეალურია ექს-პრეზიდენტის მთავრობაში ხელახალი დაბრუნება.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა პირობა დადო სეპარატისტებზე ზეგავლენა იქონიოს
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი აირჩია