მიხეილ სააკაშვილი: მე პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პოლიტიკაში კარიერის გაკეთებას არ აპირებს.
“უნიანის” ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია. არ ვაპირებ ქალაქის მერობას ან უკრაინის პოლიტიკაში სხვაგვარად შესვლას. რატომ დავთანმხდი რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას? პირველ რიგში, მე არ ვარ იმპორტირებული პროდუქტი. ვინაიდან მე ჩემი ცხოვრების რვა წელიწადი უკრაინაში გავატარე” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, 16 წლის ასაკიდან უკრაინაში ცხოვრობდა, მსახურობდა სასაზღვრო ჯარში, საუბრობს უკრაინულ ენაზე და მისი მეგობრების უმრავლესობა უკრაინელია.
“მე ასევე ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი. მე შემომთავაზეს ვიცე პრემიერობაც, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა” – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რეგიონში ჩატარდება აუდიტორული შემოწმებები ყველა დონეზე, ვინაიდან საჭიროა იმის გაგება, “თუ სად მიდის ხალხის ფული”. “ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ მოიპარა”, – აღნიშნა ოდესის გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ოდესა გახდება უკრაინის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი რეგიონი.
მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 30 მაისს დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვახდენთ პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას
შემდეგი სტატიაინტრეპარტიული ჯგუფი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს მიიღონ ძალაუფლების განხორციელების პარალიზებაში მონაწილეობა