საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებას ეხმიანება.
“მე ყურადღებით გავეცანი ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სისხლის სასამართლოს პროკურორის განცხადებას და, ძირითადად, კმაყოფილი ვარ. განცხადება არა მხოლოდ აქარწყლებს რუსეთის თეზისს, რომ ის შემოიჭრა საქართველოში ოსი ხალხის გენოციდის საპასუხოდ, არამედ ბრალს სდებს რუსებს და მათ ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს ეთნიკური წმენდის კამპანიაში, ადამიანობის წინაარმდეგ დანაშულში. ასე რომ დამტკიცებულია, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მოგონილი მიზეზით; რაც შეეხება რუსეთი მშვიდობისმყოფელების საკითხს – სამართლებრივად ეს განმარტებულია ტალიავინის ანგარიშში. ვფიქრობ, უფრო დეტალური განხილვისას ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი და ყოვლისმომცველი პასუხის გაცემა ძალიან ადვილია. საერთო ჯამში, მივესალმები პროკურორის პოზიციას და ვთვლი, რომ იქმნება ძალიან მნიშნელოვანი პრეცედენტი მთელი რეგიონისთვის”– წერს მიხეილ სააკაშვილი