მიხეილ სააკაშვილი: ეს ჩვენი ღირსების საკითხია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებისთვის დახმარების აღმოჩენას საზოგადოებას სთავაზობს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.
„რუს აგრესორებთან ბრძოლაში, რომლებიც ამავე დროს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასაც ახორციელებენ, უკრაინაში გმირულად დაიღუპა 2 ქართველი ოფიცერი – ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი. სამწუხაროდ, ჩვენმა ახლანდელმა მთავრობამ, არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა ალეკო გრიგოლაშვილის ხსოვნას, არამედ არც ერთი დაღუპული გმირის ოჯახს ის მატერიალურად არ ეხმარება, არადა მათ დარჩათ შვილები და ეს ოჯახები ხელმოკლედ ცხოვრობენ.
მე მგონი, ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია შეძლებისდაგვარად აღმოვუჩინოთ დახმარება, იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირნენ. ამ მიზნით, ჩემს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან, შევქმენი სპეციალური ანგარიში, რომელზეც ჩავრიცხე დასაწყისისთვის ჩემი პირადი დანაზოგიდან – 4 ათასი ლარი და ვთხოვ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, თუნდაც მცირედი თანხით ამიბას მხარი. ეს სწორიცაა და ამავე დროს ჩვენი ღირსების საკითხია.
მიმღების ბანკი: “საქართველოს ბანკი”; კოდი BAGAGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000714419800“,– აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპირველი ფოტოები სერჟ ავეტისიანის დაკრძალვიდან (ფოტო)
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვმა გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას “საზარელი დანაშაული” უწოდა