მიხეილ სააკაშვილი – ახლა ოდესაში შედეგის დადება ნიშნავს უკრაინის გადარჩენას და ე.ი. საქართველოს გადარჩენას

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

ოდესაში შედეგის დადება ახლა, გაზვიადების გარეშე, ნიშნავს უკრაინის გადარჩენას და ე.ი. საქართველოს გადარჩენას, – ამის შესახებ “იმედთან” ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
“ჩვენი ქვეყნის – საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში, უკრაინის ბედი, მეტწილად წყდება ამ რეგიონში. თუ ამ რეგიონში შევინარჩუნეთ სიმშვიდე, თუ არ ასრულდა პუტინის გეგმები ნოვოროსიის შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის გეგმებია, რომ უკრაინა მოწყვიტოს ზღვას, ოდესა წაიღოს. თუ ოდესა, ღმერთმა არ ქნას, არიეს, საქართველო შეიძლება საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, იმიტომ, რომ თუ უკრაინა მოიკეტა, ჩვენ მისასვლელი არ გვექნება უკრაინაში, ჩვენი ტვირთის უმეტესი ნაწილი სწორედ აქ გადის. ამიტომ, საერთოდ ეჭვს არ იწვევს, რომ აქ წყდება ბევრი რამ. ახლა ჩამოვედი და ზუსტად იგივე გამოწვევები აქვს, რაც საქართველოს ჰქონდა, ზუსტად იგივე ამრევებია, ისეთივე გარემოებებია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოდესის მხარეში 27-ვე რაიონის ხელმძღვანელი, საბაჟო და საგადასახადოების ხელმძღვანელობა კონკურსის წესით შეიცვლება და ის რადიკალური ნაბიჯების გადადგმისთვის არის განწყობილი.

banner
წინა სტატიაში„დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის საკანში ჯდომას ნიშნავს“
შემდეგი სტატია“თუ ისინი გადაწყვეტენ მოქალაქეობის ჩამორთმევას ეს მათი უფლებაა,“-მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობაზე საუბრობს