მიხეილ სააკაშვილი “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში–პუტინი წავიდა ამ მოლაპარაკებებზე იმ იმედით, რომ გაეყო დასავლეთი- საფრანგეთი და გერმანია ერთ მხარედ ხოლო ამერიკა და ევროპა მეორე მხარედ

მიხეილ სააკაშვილი “ШУСТЕР LIVE

მიხეილ სააკაშვილი “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში–პუტინი წავიდა ამ მოლაპარაკებებზე იმ იმედით, რომ გაეყო დასავლეთი- საფრანგეთი და გერმანია ერთ მხარედ ხოლო ამერიკა და ევროპა მეორე მხარედმიხეილ სააკაშვილმა “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის და კერძოდ მინსკის შეხვედრების განხილვისას, ვლადიმერ პუტინის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“მე დავინახე ძალიან განერვიულებული პუტინი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მან “ძალიან კარგ შედეგებზე”, ნათლად ჩანდა, რომ ის ძალიან ნერვიულობდა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ჩემთვის, მე ამ ადამიანს ვიცნობ, რადგან არაერთხელ მომიწია მასთან შეხვედრა და დარწმუნებით გეუბნებით, რომ ის ძალიან ნერვიულობდა, რადგან ახლა მან იმდენად ღრმად შეტოპა, რომ თავს ვეღარ იმართლებს და არ გააჩნია ძლიერი არგუმენტები თავის დასაცავად”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“პუტინი არ გაჩერდება, ის პირველივე მისთვის ხელსაყრელ დროს წინ წაიწევს”, -ასეთ განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში. მან ასევე დაამატა, რომ როდესაც ის უკვე წინ წაიწევს, ეს უკვე არ იქნება უკრაინა-რუსეთის ომი, ეს იქნება მისი ომი დასავლეთთან.

“თქვენ ყოველდღიურად უნდა ახორციელებდეთ უკრაინული არმიის გაძლიერებას. გამოიყენეთ ეს დრო. გააფართოვეთ რეფორმების არეალი, რეალურად შეუდექით საქმეს. ებრძოლეთ კორუფციას და ძალიან ფრთხილები იყავით, როდესაც საუბრობენ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, რადგან ჩვენ ხომ რეალურად ვიცით, რომ მეორე მხარე ამ შეთანხმებას არ შეასრულებს!”, -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში–პუტინი წავიდა ამ მოლაპარაკებებზე იმ იმედით, რომ გაეყო დასავლეთი- საფრანგეთი და გერმანია ერთ მხარედ ხოლო ამერიკა და ევროპა მეორე მხარედ

სააკაშვილმა “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის განხილვისას, პარალელები გაავლო საქართველოში მიმდინარე კონფლიქტს 90-იანი წლების დასაწყისში, კერძოდ აფხაზეთში.

“კონფლიქტი, რომელიც ახლა დონბასშია, ძალიან ჰგავს აფხაზეთის ომს. მაშინ ჩვენი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო და მან ხელი მოაწერა სოხუმიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანის შეთანხმებას. ანუ ორივე მხარეს უნდა გაეყვანა თავიანთი ტექნიკა. ჩვენ შევასრულეთ ეს შეთანხმება და გავიყვანეთ ჩვენი ტექნიკა სოხუმიდან და მათ თავის მხრივ ეს შეთანხმება არ შეასრულეს. მერე კი ისინი მოულოდნელად თავს დაესხნენ უიარაღოდ დარჩენილ სოხუმს და ყველაფერი წაიღეს. აი ეს არის ცუდი სცენარი. ეს არის ის რაც რუსეთს ახლა სურს, რომ მიაღწიოს. და მეორე, მათ სურთ ე.წ. “დნრ” და “ლნრ”-ის ლეგალიზება”, -განაცხადა სტუდიაში სტუმრად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინამ უნდა ისარგებლოს ნებისმიერი შესაძლებლობით რათა დაამყაროს ზავი დონბასში, რადგან მისი სიტუაციაში უკეთესია ცუდი ზავი ვიდრე ცუდ ომი,- ასეთი აზრი გამოთქვა “Шустер Live”-ის ღია ეთერში პარასკევს 13 თებერვალს, უკრაინის პირველი პირის, პეტრე პოროშენკოს მრჩეველმა და საერთაშორისო რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა.

“უკრაინის ახლანდელ მდგომარეობაში არ არსებობს ცუდი ზავი. მას ახლა აქვს მხოლოდ ცუდი ომი. ნებისმიერი ზავი, თუ მას გამოიყენებენ სწორედ, იქნება სასარგებლო მთელი ქვეყნისთვის… იყო ერთი ზავი გასული წლის აგვისტოში და ამით ისარგებლა რუსეთმა, რათა შეემზადებინა თავისი ჯარისკაცები… მაგრამ უკრაინამაც ისარგებლა ამ ზავის მეშვეობით და ბევრი რამ გააკეთა”,- აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ტყუილია იმის მოლოდინი, რომ ვლადიმერ პუტინი სასწრაფოდ გადასცემს უკრაინას აკონტროლოს საზღვრები”,- განაცხადა საქარტველოს რიგით მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი “ШУСТЕР LIVE”-ის პირდაპირ ეთერში–პუტინი წავიდა ამ მოლაპარაკებებზე იმ იმედით, რომ გაეყო დასავლეთი- საფრანგეთი და გერმანია ერთ მხარედ ხოლო ამერიკა და ევროპა მეორე მხარედ

“პუტინი წავიდა ამ მოლაპარაკებებზე იმ იმედით, რომ გაეყო დასავლეთი- საფრანგეთი და გერმანია ერთ მხარედ, ხოლო ამერიკა და ევროპა მეორე მხარედ. პუტინი მიხვდა, რომ არსებობს რეალური საფრთხე”,- განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

მაგრამ, აღნიშნა სააკაშვილმა,- პუტინს შეუძლია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში უფრო ღრმად შეტოპოს

banner
წინა სტატიაშიუწინ ღორები დაიწყებენ ფრენას, ვიდრე მინსკის შეთანხმება შესრულდება–მაკკეინი
შემდეგი სტატიაშსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ