მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის ეზოში შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მართავენ

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის ეზოში შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში სკანდირებენ “მიშა!”, “მიშა!”. მათ გამოფენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები, წარწერით “მიშა მაგარია”, “მიშა დაბრუნდი.” ამღერებენ სიმღერას “მიშა მაგარია!” და საქართველოს ჰიმნს.
მიხეილ სააკაშვილის სახლის მიმდებარედ იმყოფება ბიზნესმენი და “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ვალერი შოშიაშვილი ოჯახთან ერთად, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე წუთის წინ მას პროკურატურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი საქმის გამოძიება დასრულებულია. მან არ იცის რამდენი ხანი დარჩება ყვარელში.
შოშიაშვილმა ცოტა ხნის წინ 112-ზე დარეკა და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებზე ოპერატორს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უცნობი პირები მიხეილ სააკაშვილის სახლში არიან შეჭრილები. თუმცა, ჯერჯერობით ექსპრეზიდენტის სახლთან სამართალდამცველები არ გამოჩენილან.

banner
წინა სტატიაშიკოალიცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობაა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის პროცესში სავალუტო ფონდიც იქნება ჩართული