მიხეილ სააკაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

წინასასამართლო სხდომა გაიმართება დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეზე წაყენებულ ბრალზე. მას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება განხორციელდა, სახელმწიფო უწყებების და მათი ხელმძღვანელი პირების ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად.

პროკურატურის ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: სააკაშვილს ამის მოთმინება არ ჰქონდა, მას არ შეუძლია მიჰყვეს ხანგრძლივ პროცესებს