მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

ლოზუნგით – „ჩვენ არ მოვითმენთ სააკაშვილის თვითნებობას“, ოდესის მერ გენადი ტრუხანოვის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ოდესის მახლობლად საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების უკმაყოფილება უკრაინაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სოფლის მოსახლეობის ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურება გახდა. მომიტინგეების თქმით, ეს ყველაფერი გუბერნატორ სააკაშვილის მიზეზით ხდება.

ხიდის გადაკეტვამ უკმაყოფილება გამოიწვია ავტომობილების მძღოლებს შორის. მომიტინგეებისგან თავის დაღწევის მიზნით, ერთ-ერთმა მძღოლმა და მისმა მგზავრებმა ტრავმატული პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს და ცრემლსადენი გაზი დაუშვეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა
შემდეგი სტატიასუსმა გავრცელებულ აუდიო-მასალებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა