მიხეილ სააკაშვილის განცხადება “შუსტერ LIVE” -ის ეთერში რუსული პრესის მთავრი თემაა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა“მიშიკო გუშინ შუსტერთან გახურდა” – ასეთი სათაურით ბეჭდავს სტატიას ერთ-ერთი რუსული გამოცემა ოდესის გუბარნატორზე მიხეილ სააკაშვილზე.
“უკრაინაში ყველა ოლიგარქი უნდა გადავსვათ, იმიტომ, რომ ისინი რუსეთის მოკავშირეები არიან” – განაცხადა სააკაშვილმა და უკრაინელებს მოუწოდა არ გაიმეორონ ის შეცდომები, რომელიც საქართველოში იქნა დაშვებული.
უკრაინელ ოლოგარქებს საკუთარი შეიარაღებული ძალები ყავთ და უკრაინისთვის საშიშროებას წარმოადგენენ – თქვა სააკაშვილმა “შუსტერ LIVE” -ის ეთერში.

“ოლიგარქებს ყავთ საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფებები, ბოროტმოქმედების დაჯგუფებები, საკუთარი კრიმინალები … არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რაც საქართველოში იქნა დაშვებული. საქართველოში მე ვფიქრობდი, რომ ოლიგარქებს ვერ გადასვამ, რომ მათ შეუძლიათ მუშაობა. უკრაინაში ჩვენ ისინი უნდა გადავსვათ. და როცა ისინი იქნებიან ციხეებში, არ იქნება ის, რაც საქართველოში – არ იქნებიან რევანშისტი-ოლიგარქები, იმიტომ, რომ ოლიგარქები საბოლოოდ რუსების მოკავშირეები არიან… მე საქართველოს გამოცდილება მაქვს და უკრაინელებს ვურჩევ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა დაიჭირონ. აიძულეთ ისინი უკან მოიტანონ ფულები – რაც მე გავაკეთე საქართველოში, ამასთანავე, ჩასვით, რასაც მე არ ვაკეთებდი, სამწუხაროდ” – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში
შემდეგი სტატიარუსებმა ,,არმატა,, გაასაჯაროვეს… დოკუმენტური ფილმი რუსულ ტანკზე (VIDEO)