მიხეილ სააკაშვილისათვის ორმაგი მოქალაქეობის მისანიჭებლად მოტივირებული განცხადებაა საჭირო

იმისათვის, რომ საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, მან მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარადგინოს მოტივირებული განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიწყებს განხილვას, მიანიჭოს, თუ – არა ყოფილ პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საჭირო დოკუმენტაციას არ წარადგენს, გიორგი მარგველაშვილს არ აქვს უფლება არც განიხილოს და არც მიანიჭოს მას ორმაგი მოქალაქეობა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: როგორც უკრაინის, ისე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, რომ პირს ჰქონეს ორმაგი მოქალაქეობა