მიხეილ მაჭავარიანი ხელისუფლებას – არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით

მინდა, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვურჩიო, ნაცვლად იმისა, ითვალონ, რამდენი წევრი დარჩა “ნაციონალურ მოძრაობაში”, დაითვალონ სადამდე წავა და გაუფასურდება ლარი, როგორ მინუსებში წავა ექსპორტი, ეკონომიკა და საბიუჯეტო პრობლემები, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.
“მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში გაღიმებული სახეებით დადის მთავრობა და უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიხარული არ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა წინ წავიდა და ეკონომიკა გაჯანსაღდა. მათი სიხარული კვალავაც მთავარ ოპოზიციურ ძალას უკავშირდება, მაგრამ მინდა, იმედები გაგიცრუოთ – არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით, როცა “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაზე საუბრობთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატმა არსებულ ფინანსურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემებისადმი მთავრობა არადეკვატურია.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე მის ხელთ არსებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
შემდეგი სტატიასოც–უზრუნველყოფის სამსახურიდან თეატრის დირექტორამდე