მიხეილ მაჭავარიანი: სასახლეში რომ შევიდა, მას შემდეგ, მეორე სწორი გადაწყვეტილება მიიღო

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

საპარლამენტო უმცირესობა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა.

ნაციონალურ მოძრაობაში მარგველაშვილის განცხადებას სწორ ნაქბიჯად აფასებენ.

“რას აკეთებენ? ვის ცვლიან, რას ცვლიან? არც პროგრამა წარუდგენიათ, არც საქმის კურსში ჩაუყენებიათ არავინ. ასე გადაწყვიტა სოლოლაკის მბრძანებელმა, რომ დღეს და ხვალ მიეღო გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ხანდახან მაოცებს ხოლმე და სასახლეში რომ შევიდა, მას შემდეგ, მეორე სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

თავისუფალი დემოკრატების განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მთავრობის მისამართით გაკეთებული მკაფიო გზავნილი იყო.

“პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით იმოქმედა იმ ფარგლებში, რომელიც გასნაზღვრულია კონსტიტუციით და ეს არის მარტივი გზავნილი მთავრობისთვის, რომ ის არის სრულფასოვანი მოთამაშე მთავრობის დაკომპლექტების პროცესში. როგორც ჩანს პრეზიდენტთან საკმარისი კომუნიკაცია არ იყო”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა მთავრობის ახალ შემადგენლობას. სახელმწიფოს მეთაურმა ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი შემადგენლობის შერჩევის პროცესი გააკრიტიკა და გადაწყვეტილების უფრო მშვიდ ვითარებაში მიღება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტს ერთკვირიანი ვადა სწორედ იმისთვის აქვს, რომ უმრავლესობა და მთავრობა ვნებათაღელვის გარეშე შეთანხმდნენ”
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: მთავარია არ დაირღვეს კონსტიტუცია და რამდენადაც ვიცი, ეს არ მომხდარა