მიხეილ მაჭავარიანი: ეს მთავრობა უნდა გადადგეს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

ლარის კურსის ვარდნასთან მიმართებაში ოპოზიცია ხელისუფლებას არაადეკვატურ რეაგირებაში ადანაშაულებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ შექმნილი ვითარების პრევენციისთვის ისინი მთავრობას კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას სთავაზობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ეროვნული ვალუტის ვარდნის გამო პარლამენტის უახლოეს სხდომაზე უმცირესობა მთავრობის გადადგომის ინიციატივას დააყენებს.

„მთავრობას გეგმა რომ არ ჰქონდა, იმის შედეგია ის, რაც ეკონომიკაში ხდება. ეს მთავრობა უნდა გადადგეს,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მმართველი გუნდი კი ლარის გაუფასურებას გარე და შიდა ფაქტორების ერთობლიობას უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს გამოკვეთილ სპეკულაციას და აჟიოტაჟს
შემდეგი სტატიათურქეთში “შაჰ დენიზის” გაზსადენზე აფეთქება მოხდა