მიუღებელია როგორც ყველაფერი რუსულის, ისე ყველაფერი დასავლურის გადმოღება–ლევან ვასაძე

მიუღებელია როგორც ყველაფერი რუსულის, ისე ყველაფერი დასავლურის გადმოღება–ლევან ვასაძე

მიუღებელია როგორც ყველაფერი რუსულის, ისე ყველაფერი დასავლურის გადმოღება–ლევან ვასაძებიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში კიევში ამერიკელების მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგია, – ამის შესახებ ვასაძემ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. ვასაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინაში ადასტურებს, რომ ის, რასაც სააკაშვილი საქართველოში აკეთებდა, მხოლოდ მისი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხუშტურები არ იყო.
“ეს იყო რაღაც ბევრად უფრო დიდი ძალის სურვილი, რომელმაც იგივე გუნდით გადაწყვიტა, საწყალ, გახლეჩილ ქვეყანაში იგივე გააკეთებინოს ამ გუნდს, რაც ჩვენთან. ვუსამძიმრებ უკრაინას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უაპელაციო შეფასებები, რომ ეს არის კარგი, ეს ცუდი, არ შეიძლება”, – აღნიშნა ვასაძემ.

მისივე თქმით, მას აფრთხობს და მიუღებელია როგორც ყველაფერი რუსულის, ისე ყველაფერი დასავლურის გადმოღება, ასევე გინება. “კრემლში და რუსეთში მე ვითვლები ამერიკის აგენტად, იმიტომ, რომ ამერიკაში მაქვს განათლება მიღებული და შეერთებული შტატების და ევროპის დიდ აპოლოგეტად მიმიჩნევენ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ორი სახელმწიფოს ჭიდილში და ჩემთვის მისაღებია მხოლოდ გამორჩევითი პოზიცია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აქედანაც და იქიდანაც უნდა ავიღო რაც ჩემი ქვეყნისთვის არის მისაღები და არც ერთ შემთხვევაში არ დავამონო ჩემი ქვეყანა რომელიმე ერთ მხარეს. როდესაც ამბობ, ეს არის ცუდი და ეს კარგი, ღალატობ ქვეყანას. ქართველობა ჩემთვის პირადად ნიშნავს ნორმალურობას, როდესაც არ შეიძლება სიტუტუცე და უზრდელობა; როდესაც კაცი უნდა ჰგავდეს კაცს, ქალი უნდა ჰგავდეს ქალს, შვილი უნდა სცემდეს პატივს მშობლებს, არ უნდა იყოს გამუდმებით ერთმანეთის თავით დაჯახება. რუსეთში იციან, რომ როდესაც ჩავდივარ, საფრთხეში ვიგდებ თავს, იმიტომ, რომ რუსებს პირდაპირ ვეუბნები, რომ ძალიან გვიყვარს თქვენი კულტურა, ისტორია, მაგრამ არ არსებობს, რომ ჩვენ შეგარჩინოთ ოდესმე ჩვენი რეგიონის გახლეჩა. მაგრამ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გახლიჩეს სერბეთი. მათ დაიწყეს ევროპაში საზღვრების გადაკეთება. კოსოვო რომ არ ეღიარებინათ ამერიკელებს, რუსეთი არ აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს არ ამართლებს რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების ცალკე ქვეყნებად აღიარებას, მაგრამ ეს ხსნის იმას, რაც მოხდა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე შეფასებით, უკრაინაში, მაიდანზე სამხედრო რევოლუციას ჰქონდა ადგილი ბიუროკრატი კორუმპირებული იანუკოვიჩის წინააღმდეგ, რომელიც არ შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ის კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი იყო.

“ეს ომი, კიევის ცენტრის გადაწვა ამერიკელებმა არ მოახდინეს?! ვიქტორია ნულანდი დადიოდა და ფუნთუშებს არიგებდა კიევის ცენტრში ამ ოპოზიციონერებთან. რისი შედეგია ის, რაც ახლა ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში? რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში კიევში ამერიკელების მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგია. აბა, დედა ვაგინოთ შორიდან, შეშინებულად, როგორც მიშა აგინებდა რუსეთს და როცა ის ტანკები შემოგრიხინდებიან, ვიძახოთ, რომ მოვიგეთ ომი, შეიცვლება რამე?! სლავები, ძმები ხოცავენ ერთმანეთს და აბსოლუტური სისულელეა ახლა ჩვენ რომელიმე მხარე დავიჭიროთ და ვიძახოთ, წავიდეთ უკრაინაში და რუსები ვახოცინოთო. თუ ომი გვინდა, ვიომოთ ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშივიქნები ძალიან ცრუ და ორპირი თუ ამდენი წლის განმავლობაში ვიძახი რომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა და სინამდვილეში მენდომება–ლევან ვასაძე
შემდეგი სტატიაბოდიში ჟარგონისთვის და დაიხიეს ყველაფერი და თქვეს, რომ ზურა არის უბედური შემთხვევით დაღუპული –ლევან ვასაძე