მიუნჰენის მცხოვრებლებს პოლიციამ მადლობა გადაუხადა და სთხოვა მიგრანტების დახმარება შეაჩერონ

მიუნჰენის მცხოვრებლებს პოლიციამ მადლობა გადაუხადა და სთხოვა მიგრანტების დახმარება შეაჩერონ

მიუნჰენის მცხოვრებლებს პოლიციამ მადლობა გადაუხადა და სთხოვა მიგრანტების დახმარება შეაჩერონმიუნჰენის ხელისუფლება ვერ აუდის საჭმლის, სასმელის, სათამაშოების დარიგებას, რომელიც ადგილობრივებს ცენტრალურ ვაგზალზე მყოფ ლტოლვილებთან მიაქვთ. სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებს სთხოვენ შეზღუდონ დახმარება – შექმნილი სიტუაციის შესახებ მიუნჰენის პოლიცია საკუთარ ვებ-გვერდზე და ტვიტერზე ავრცელებს ინფორმაციას.

დილით, 1 სექტემბერს გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომ ცენტრალურ ვაგზალზე დაახლოებით 590 მიგრანტი იმყოფება, და რომ ისინი მოხარული იქნებიან მოქალაქეებისგან ნებისმიერი დახმარება მიიღონ. ერთი საათის შემდეგ პოლიციამ გაავრცელა, რომ მოხალისეებმა უკვე მოიტანეს ბევრი საჭმელი, სასმელი და პამპერსი.

პირველი საათისთვის დახმარება იმაზე მეტი დაგროვდა, ვიდრე საჭირო იყო – პოლიციელები იძულებული გახდნენ მოქალაქეებისთვის მადლობა გადაეხადათ და ზრდილობიანად ეთხოვათ, დახმარების შეწყვეტა.

უკანასკნელ დროს აფრიკულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო ბევრი მიგრანტი მოაწყდა ევროპას. ევროკომისიის გეგმის მიხედვით, თავშესაფრისმაძიებლები სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდებიან ქვეყნის ეკონომიკის, ცხოვრების დონის და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაში,,პროექტი – წინ ევრაზიული კავშირისაკენ – ახალ ფაზაში შევიდა,, – ირინა სარიშვილი
შემდეგი სტატიააზერბაიჯანი: ყველაზე ავტორიტარული ქვეყანა ევროპაში