მიტოვებული ჩვილი და თურქეთში გაქცეული დედა- რა მოხდა ბათუმში?

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

შსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედისგან მიტოვებული ჩვილი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ. როგორც გაირკვა, 8 თვის ჩვილი დედამ ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფრო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გამოიძახეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 თვის გოგონა ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიანაკლიაში დევნილების სახლი მთლიანად დაიწვა (ფოტო)
შემდეგი სტატიაფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა ხმაურით მიმდინარეობს- რაზე მსჯელობენ დეპუტატები?