,,მის რუსეთის,, წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის პროკურატურამ  ,,მის რუსეთი – 2015,,-ს გამარჯვებულის სოფია ნიკიტჩუკის წინააღმდეგ საქმე აღძრა …

პროკურატურის მიერ საქმის აღძვრის საბაბი, კერძო პირთა განცხადება გახლდათ, რომლებიც ,,მის რუსეთს,, იმ  ფოტოების გამო უჩიოდნენ, რომელიც მან ეკატერინბურგის ჟურნალ ,,სტოლნიკისთვის,, გადაიღო და ამ ჟურნალში, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ მაისის ნომერში დაიბეჭდა… ფოტოზე აღბეჭდილია, რომ ნიკიტჩუკს ტანზე რუსეთის დროშა აქვს შემოხვეული.

მომჩივანთა განცხადებით, ისინი შეურაცხყოფილნი არიან იმით, რომ ,,მის რუსეთმა,, მათი ეროვნული ღირსებები შელახა და სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოიჩინა, რაც რუსეთში დასჯადი ქმედებაა.

აღსანიშნავია და უცნაურიც ის ფაქტი, რომ მომჩივანი ,,მის რუსეთს,, გამოუჩნდა და არა იმ ჟურნალს, რომლმაც ფოტოსესია დაუკვეთა, დაბეჭდა და გაავრცელა ეს ფოტოები

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შთამომავლები ქვეყნის დიდ გამარჯვებას და გამთლიანებას მოესწრებიან
შემდეგი სტატიარუსეთი მკვლელობებითა და პოლიციელთა რაოდენობი ლიდერი გახდა