მინსკის შეხვედრისაგან ერთობლივ დეკლარაციას ან მემორანდუმს ელოდებიან

12.02.2015 02:50

,,ნორმანდიული ფორმატის” ლიდერები მოლაპარაკებების შემდეგ მინსკში, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს . ამის შესახებ “ინტერფაქსი” მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს თქმით, დეკლარაციაში ნათქვამი იქნება მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობა დონბასში ვითარების დარეგულისრებასთან დაკავშირებით.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ შეხედრის შედეგად ხელმოწერილი დოკუმენტი, დიდი ალბათობით ერთობლივი დეკლარაცია ან მემორანდუმი იქნება, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ მექანიზმების გარეშე ამ დოკუმენტს მაინცდამაინც დიდი ფასი არ ექნება. მნიშვნელოვანია თუ როგორი მექანიზმები იქნება ჩადებული დოკუმენტში იმისათვის, რომ მხარეებმა რეალურ ცეცხლის შეწყვეტას და პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას მიაღწიონ.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიმოლაპარაკებებზე მცირე წინსვლა არსებობს-მინსკი {ვიდეო}
შემდეგი სტატია“ბატონო პოროშენკო რატომ ესვრით მშვიდობიან მოსახლეობას?”-ტელეკომპანია ВГТРК-ს ჟურნალისტი