მინსკში სეპარატისტები თავიანთი მოთხოვნებით მიდიან

0_70fc6_325edd2d_orig - копия (3)მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მისნსკის შეხვედრაზე დღეს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები, თხუთმეტი პუნქტისაგან შემდგარ საკუთარ მოთხოვნებს წამოაყენებენ.
დოკუმენტში სეპარატისტები მითხოვენ: შეწყდეს ყოველგვარი საბრძოლო მოქმედებები 12 თებერვლის 10 საათიდა. გაყვანილ იქნეს მძიმე შეიარაღება მინსკის შეთანხმებისამებრ კონფლიქტის ზონიდან. მიეცეს გარკვეულ რაიონებს განსაკუთრებული სტატუსი და ეს სტატუსები რადამ დაამტკიცოს 20 თებერვლამდე. 20 მარტამდე უკრაინის ხელისუფლებამ შეათანხმოს კანონპროექტი, კონფლიქტურ რეგიონებში ადგილობრივი ორგანოების არჩევნების ჩატარების სესახებ და დაიწყოს მოლაპარაკება ამ რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის შესახებ. უკრაინის ხელისუფლებამ 23 თებერვლამდე გააუქმოს ბრძანება ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ. 25 თებერვლამდე უკრაინის ხელისუფლებამ უნდა შეიწყალოს კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის ყველა მებრძოლი და უზრუნველყოს ტყვეთა გაცვლა ,,ყველა-ყველაზე,,. უკრაინის ხელისუფლებამ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უცხოური დაქირავებული ძალები და განაიარაღოს უკანონოდ შექმნილი ფორმირებები, რაც ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ უნდა მოხდეს. მოხდეს უკრაინული კონსტიტუციის რეფორმა და მიენიჭოს ცალკეულ რეგიონებს ფართო ავტონომიის სტატუსი. აღდგეს სოციალური სფერო და კონფლიქტურ რეგიონებს მიეცეს პენსიები, ჰუმანიტარული დახმარება, ბანკების მოსმახურება და სხვა… უზრუნველყოფილიქნას ადგილობრივი ორგანოების მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნები.
ამ მოთხოვნებით აპირებენ წარსდგნენ დღეს მინსკში ლუგანსკისა და დონეცკის წარმომადგენლები, თუმცა პოროშენკოს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების ფონზე, საეჭვოა, რომ ამას უკრაინელები დათანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო რომელსაც განათლება და მეცნიერება არ ექნება დაფინანსებული ვერ განვითარდება–გია კვაშილავა
შემდეგი სტატიარეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს აქვს აღებული