მინსკში დაგეგმილ შეხვედრას ვლადიმერ პუტინი დაესწრება

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო

დღეს მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ვლადიმერ პუტინი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის პირველი პირებიც.
როგორც მოსალოდნელია ლიდერები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, დონბასიდან არტილერიის გაყვანის და აღმოსავლეთ რეგიონში დემილიტარიზებული ზონის გამოცხადების შესახებ იმსჯელებენ. რომელ საათზე დაიწყება შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიარიჩარდ ნორლანდი: FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მთავრობის მხრიდან