მინსკი 2-ის შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სანქციები ელის

მინსკი 2-ის შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია ელის – განცხადება ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ ბუდაპეშტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააკეთა.

ალექსანდრე ვერშბოუს თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად და მინსკის შეთანხმების შესრულების მხარდასაჭერად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

მისივე შეფასებით, რუსეთი თავს აჩვენებს, თითქოს კონფლიქტის მხარე არ არის და უკრაინამ საქმე პირდაპირ სეპარატისტებთან უნდა დაიჭიროს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ივანიშვილმა მცოცავი სახელმწიფო გადატრიალების პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიამაღალი თანამდებობის პირებს შესაძლოა პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოთ