მინსკის მოლაპარაკებებში შესვენება გამოცხადდა

სააგენტო Associated Press აქვეყნებს იმ პუნქტებს, რომლებზეც პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი ვერ შეთანხმდნენ.

12.02.2015 01:30
ამ მომენტისათვის მინსკის შეხვედრაზე მყოფი ოთხი სახელმწიფოს ლიდერმა მერკელმა, ოლანდმა, პოროშენკომ და პუტინმა, ვიწრო წრეში გაგრძელებული შეხვედრა დროებით შეწყვიტეს და დაგვიანებულ ერთობლივ ვახშამზე გავიდნენ. სადაც ალბათ მოლაპარაკებები, რომლებიც მინსკში 4 საათზე მეტია გრძელდება, გაშლილ მაგიდასთან გაგრძელდება. რუსული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინული არმია მასიურად ბომბავს დონბასის და ლუგანსკის ოლქებს და ამით პოროშენკო დამატებით ზეწოლას ახორციელებს მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.
რუსული მედია ავრცელებს გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვით მოლაპარაკები რთულად, მაგრამ წარმატებით მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები დილამდე გაგრძელდება.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიქართული მედიის მისამართით პუტინმა საკუთარი დამოკიდებულება წკიპურტით გამოხატა+ ვიდეო
შემდეგი სტატიამოლაპარაკებებზე მცირე წინსვლა არსებობს-მინსკი {ვიდეო}