მინსკის მოლაპარაკება დასრულდა – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

მინსკში 16-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

პრორუსულმა სეპარატისტებმა და უკრაინის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლის 00:00 საათიდან ორივე მხარე ცეცხლს შეწყვეტს.

პუტინის თქმით, მხარეებმა დოკუმენტს, რომლის სახელია “ღონისძიებათა კომპლექსი მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის”, ხელი მოაწერეს.

მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები მხარს უჭერენ ამ პროცესს.

banner
წინა სტატიაში“ეს არ იყო საუკეთესო ღამე ჩემ ცხოვრებაში”
შემდეგი სტატია“შეხვედრა ნაყოფიერი იყო,” – ალექსანდრე ლუკაშენკო